LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მორიგი სარაკეტო თავდასხმა კიევზე – აფეთქებების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის 14 წლის არასრულწლოვანია

137
Untitled design

რუსმა სამხედროებმა კიევში მორიგი სარაკეტო იერიში განახორციელეს.

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ საკუთარ ტელეგრამ-არხზე ცოტა ხნის წინ დაწერა. მისივე ინფორმაციით დაშავებულია სამი ადამიანი.

„დაშავებულებს შორის 14 წლის გოგონაა. სამივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი“, – წერს კლიჩკო.

მანამდე კლიჩკომ განაცხადა, რომ კიევში რამდენიმე იერიში განხორციელდა, რა დროსაც 2 ადამიანი დაშავდა.

შეგახსენებთ, დღეს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა Facebook-ზე დაწერა, რომ რუსეთი დღეს უკრაინის მიმართულებით 100 რაკეტის გაშვებას გეგმავს.

რუსეთი დღეს უკრაინის მიმართულებით 100 რაკეტის გაშვებას გეგმავს“ – უკრაინაში მასშტაბური საჰაერო განგაშია გამოცხადებული

ცოტა ხნის წინ კი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინის მიმართულებით 120 რაკეტაა გაშვებული.

„ბოროტი რუსული სამყაროს“ მიერ გაშვებული 120-ზე მეტი რაკეტა კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობის მიზნით“.. აღნიშნულია პოდოლიაკის „ტვიტში“.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g