ახალი წლის დღეების ეგზოტიკურ კურორტებზე გატარება ბევრ „სელებრითს“ ხიბლავს. მათ რიცხვს მიეკუთვნება მსახიობი გვინეტ პელტროუ, რომელმაც მეუღლესთან ბრედ ფალჩუკთან ერთად ბარბადოსს მიაშურა.
50 წლის ვარსკვლავი პაპარაცებმა ლაჟვარდოვან სანაპიროზე გადაიღეს. ის უმაკიაჟოდ იყო და საოცრად ბუნებრივად გამოიყურებოდა. მას La DoubleJ-ის ჭრელი ბიკინი ეცვა, რომლის ღირებულებაც 250 ევროა.
ნუთუ ეს გვინეტ პელტროუა? – მაკიაჟის გარეშე მოსეირნე 50 წლის მსახიობი ვერ იცნეს