LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთ წელში პური – 22%-ით, ხორცი და ხორცპროდუქტები 10%-ით გაძვირდა – პროდუქტის ჩამონათვალი, რაზეც ფასმა მოიმატა

156
პური-ხორცი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ -0.3%, ხოლო წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 9.8% შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა დეკემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.9% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 6.8%-ით განისაზღვრა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 16.3%-ით, ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:

რა გაძვირდა და გაიაფდა საქართველოში - დეკემბერში ინფლაციამ 9.8% შეადგინა

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის დეკემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.9% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 6.8%-ით განისაზღვრა.

ბოსტნეული და ბაღჩეული – 27.4%;
პური და პურპროდუქტები – 22.1%;
მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 21.4%;
ყავა, ჩაი და კაკაო – 18.4%;
რძე, ყველი და კვერცხი – 17.5%;
შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 14.1%;
თევზეული – 13.4%;
ხორცი და ხორცის პროდუქტები – 9.7%;
ზეთი და ცხიმი – 6.8%;
ხილი და ყურძენი – 6.4 პროცენტი.
საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 15.8%-იანი მატება. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (37.4%), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (10.9%), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (5.1%).

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.5%-ით. ფასები მომატებულია სატრანსპორტო მომსახურებაზე (11.6%) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (5.2%).

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 9.3%-იანი მატება. ფასები მომატებულია როგორც ალკოჰოლური სასმელების (10.8%), ისე თამბაქოს ნაწარმის (7.6%) ქვეჯგუფებზე.

შეგახსენებთ, საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 10.4% შეადგინა.

magti 5g