LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ სიამოვნებთ ქალებს ზურგიდან ჩახუტება

826

როცა მამაკაცი ჩუმად ეპარება ქალს უკნიდან და ეხუტება, ის ქმნის წრეს და ატყვევებს მას. ქალი გრძნობს, რომ ის სამყაროს ცენტრია. ორივე სდუმს, გრძნობენ როგორ თბება სხეულში სისხლი და როგორ იმატებს გულისცემა სიჩუმესთან ერთად.

როდესაც მამაკაცი ეხუტება ქალს, აფრთიანებს და ყველაზე ბედნიერ მანდილოსნად აქცევს მას. ამ წრეში ის დაცული, ბედნიერი და მშვიდია.

რას გრძნობს ის?

მისთვის თქვენი ჩახუტება, მთელს სამყაროს ნიშნავს. თქვენი სითბო, სიჩუმე და სხეულის მხურვალება, მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ის დაცულია, კომფორტულად გრძნობს თავს და გრძნობს იმ სითბოსა და სიყვარულს, რომლის გამოც თქვენ  ერთად ხართ.

ეცადეთ ხშირად ჩაეხუტოთ თქვენს ქალბატონებს, მოაქციეთ სამყაროს ცენტრში. ხშირად აგრძნობინეთ თქვენი სითბო, სინაზე და უბრალოდ გიყვარდეთ ის!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები