LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1200-მდე წამალი ეტაპობრივად გაიაფდება – როდის გამოქვეყნდება მედიკამენტების სია

261
მედიკამენტები

იანვარში 1200-მდე დასახელების წამალი ეტაპობრივად გაიაფდება. უკვე ამოქმედდა რეფორმა, რომელიც მედიკამენტებზე ფასების ზედა ზღვარის დაწესებას გულისხმობს.

ჯანდაცვის სამინისტრო 15 იანვარს იმ მედიკამენტების სიას გამოაქვეყნებს, რომელიც რეფორმის ფარგლებში ეტაპობრივად უნდა გაიაფდეს.

როგორც უწყებაში ამბობენ, რეფორმის მიზანი ხარისხიანი მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციის ხელშეწყობაა.

სამინისტროში განმარტავენ, რომ რეფორმის ფარგლებში, მედიკამენტები დაახლოებით 40%-ით გაიაფდება.

“საერთო ჯამში, რეგულირება ეხება ამ წუთას ბაზარზე არსებულ დაახლოებით 1200 მედიკამენტს. მთავარი ამოსავალი წერტილი რეფერენტული ფასების შემოღებასთან დაკავშირებით იყო მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. რეფერენტული ფასების პოლიტიკა თავის შინაარსით, ნიშნავს, რომ ჩვენს მსგავს ქვეყნებში ვაკეთებთ კვლევას, ვნახულობთ ის მედიკამენტები ამ ქვეყნებში რა ფასად იყიდება და შესაბამისად ვადგენთ და ვსაზღვრავთ რომ ამ ფასზე მაღალ ფასად არ შეიძლება გაიყიდოს,“ – განაცხადა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ილია ღუდუშაურმა რუსთავი 2-თან საუბრისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g