LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიმიტრი ხუნდაძე საშობაო ეპისტოლეზე: ეს იყო მორალურ-ზნეობრივი ეპისტოლე, განსაკუთრებით „დამწვარი სინდისის“ მქონე ადამიანებისთვის

171
BeFunky-collage (5)

რადგან უწმინდესმა „სინდისი“ მთავარ შეგონებად მოგვაწოდა, ესე იგი ამ მხრივ პრობლემაა ქვეყანაში და არა მხოლოდ ქვეყანაში. როგორც ჩანს, „დამწვარი სინდისის“ მდგომარეობის ადამიანები განსაკუთრებით აღელვებს უწმინდესს, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, რადგან უწმინდესმა „სინდისი“ მთავარ შეგონებად მოგვაწოდა, ესე იგი ამ მხრივ პრობლემაა ქვეყანაში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე

„საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო თუ სააღდგომო ეპისტოლე ყოველთვის დროის გამოძახილია და სავსეა ბრძნული შეგონებებით. წელს, შობის ღამით, მისმა უწმინდესობამ შეგვახსენა მთავარი არსი ადამიანის ცხოვრების, რომ „ჩვენი სულის ერთ-ერთი მთავარი გამოვლინებაა სინდისი“ და რომ „სინდისი ღვთის ხმაა და ჩვენს ნებას ღვთის ნებასთან აკავშირებს“.

რადგან უწმინდესმა „სინდისი“ მთავარ შეგონებად მოგვაწოდა, ესე იგი ამ მხრივ პრობლემაა ქვეყანაში და არა მხოლოდ ქვეყანაში. როგორც ჩანს, „დამწვარი სინდისის“ მდგომარეობის ადამიანები განსაკუთრებით აღელვებს უწმინდესს.

დიახ, დღეს საზოგადოება ვეღარ ავლებს ზღვარს ტყუილსა და მართალს შორის, რეალობასა და სიყალბეს შორის. დღეს ხალხისთვის ყველაზე დიდი პრობლემა სანდოობაა, რადგან ძნელია ენდო მას, ან მათ, ვინც თვალთმაქცობს და პირადი ინტერესებისთვის არაფრად აგდებს საკუთარი ხალხის და ქვეყნის ბედს.

პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს სიამოვნებით გავუგზავნიდი მსოფლიოს დღევანდელ და ზოგ ყოფილ მმართველს, რადგან, თუკი სინდისი არ იქნება პოლიტიკის მთავარი საყრდენი, ასეთი პოლიტიკა მხოლოდ ომის და ტკივილის მომტანი იქნება ხალხისთვის.

სინდისიერ პოლიტიკას ვუსურვებ მსოფლიოს ამ ურთულეს პერიოდში. როგორც უწმინდესმა ბრძანა, „თუ სწორად ვიცხოვრებთ, ღმერთი აუცილებლად დაგვეხმარება, მისი შეწევნა კი შეიძლება მოვიდეს იქ და მაშინ, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდით“.

ამ წარმოუდგენლის იმედით მსურს მივულოცო ჩვენს ქვეყანას და სრულიად მართლმადიდებელ სამყაროს ქრისტეშობის უდიდესი დღესასწაული!“ – აცხადებს ხუნდაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g