LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ია ფარულავა: „მამაკაცს არასდროს მივუტოვებივარ…“

59

ია ფარულავა „დღის შოუს“ განახლებულ შემადგენლობას ესტუმრა. როგორც იცით, გადაცემას ნანიკო ხაზარაძესა და სოფო ნარჩემაშვილთან ერთად, „რუსთავი 2“-დან „იმედზე“ გადაბარგებული ეკა ამირეჯიბიც შეუერთდა, ასევე გია ჯაჯანიძის შოუს პროდიუსერი, მაია სტეფნაძე. სწორედ მაიამ მიიწვია ია გადაცემის თემაზე აზრის გამოსათქმელად იმის თაობაზე, რატომ ტოვებენ მამაკაცები ქალებს.

„მე მამაკაცს არასდროს მივუტოვებივარ, თუმცა ამას პირველად ვამბობ, იყო მომენტები, როდესაც თავად გავუკეთე პროვოცირება ამ მომენტს, აღარ მინდა უხსენებელზე ლაპარაკი, მასზე საუბრით დიდი რეიტინგი დავდე…

ჩემი გამოცდილებით და მეგობრების ცხოვრებიდან გამომდინარე ზოგადად ვილაპარაკებ, ვისაც როგორც უნდა, ისე გაიგოს. მამაკაცებს ემართებათ შუა ხნის კრიზისი, როდესაც გარბის სხვაგან, უფრო დიდი ემოციებისა და მუხტის მიღება უნდა. არავინ არ თქვას, თუ ქალი მაგარია და მოინდომა, ვერც ერთი კაცი მისგან ვერ წავა.

მაგარია იმას ნიშნავს, რომ შვილები უნდა გააჩინოს, ეს აუცილებელი პირობაა, მაგარი უნდა იყოს სამზარეულოში, სექსში – გადასარევი, კარგ „ვიდზე“ უნდა იყოს, ყველაფერი ერთად უნდა ჰქონდეს და იყოს ძალიან ჭკვიანი, რადგან ყველა კაცი, არ მინდა ის სიტყვა ვთქვა და არის დებილი. ისინი უნდა მართო…“ – განაცხადა „დღის შოუში“ ია ფარულავამ.

 

იხილეთ ვიდეო:

 

https://www.youtube.com/watch?v=oXQk3UtiN-4

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები