ჩილეს ნაკრების და რომის “ლაციოსა” ყოფილი ფორვარდი მარსელო სალასი სკანდალში გაეხვა.
40 წლის ფეხბურთელმა დომინიკის რესპუბლიკის დედაქალაქ სანტო-დომინგოში მდებარე სასტუმრო “პუნტა კანას” დაცვის სამსახურის წევრებთან იჩხუბა.
ინციდენტის მიზეზი არ ხმაურდება. მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ სალასის შეყვარებულიც დაშავდა.
მარსელო სალასი ჩილეს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია, მის ანგარიშზე ეროვნულ გუნდში გატანილი 37 გოლია.
https://www.youtube.com/watch?v=x8-uVFgLI2I