LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუდაურში ხვალიდან სნოუპარკის სასრიალო ტრასა იხსნება – მთის ტრასების სააგენტო მოქალაქეებს აფრთხილებს

169
გუდაური

მთის ტრასების სააგენტოს ინფორმაციით, გუდაურში 11 იანვრიდან სნოუპარკის სასრიალო ტრასა გაიხსნება.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, გუდაურში აღნიშნული სათხილამურო ტრასის გახსნის შესაძლებლობა ბოლო დღეებში მოსულმა ნალექმა გააჩინა.

„თოვლის დაგროვების მიზნით, გუდაურში სრული დატვირთვით მუშაობდა ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, რამაც მოგვცა საშუალება, შეგვეგროვებინა დაახლოებით 100 000 კუბი ხელოვნური თოვლი. აქამდე, ბუნებრივი თოვლის არარსებობის გამო, შეუძლებელი იყო მხოლოდ ხელოვნურ თოვლზე ტრასების მომზადება. თუმცა, ამ წუთის მონაცემებით, ბოლო დღეებში მოსული მცირე ნალექი, დაგროვებულ ხელოვნურ თოვლთან ერთად, საშუალებას გვაძლევს, რომ 11 იანვარს გავხსნათ “სნოუპარკის” სათხილამურო ტრასა.

ჩვენი გუნდი, 24-საათიან რეჟიმში ყველა რესურსს იყენებს იმისთვის, რომ კურორტმა სრულყოფილად იფუნქციონიროს. ხელოვნური გათოვლიანების სისტემა მომავალ დღეებშიც იმუშავებს, იმისთვის, რომ დამატებით, კიდევ ერთი სათხილამურო ტრასის გახსნა შევძლოთ“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მთის ტრასების სააგენტო აფრთხილებს სრიალის მოყვარულებს, რომ თოვლის საფარი მხოლოდ მარკირებულ ტრასაზეა და ურჩევს, სააგენტოს მიერ შემოსაზღვრული არეალის მიღმა არ ისრიალონ.

„ყურადღება მიაქციეთ გამაფრთხილებელ ნიშნებს. უმორჩილესად გთხოვთ, გაგებით მოვეკიდოთ არსებულ რეალობას და ხელი შევუწყოთ ერთმანეთს“, – აცხადებენ სააგენტოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g