LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს თანამშრომელთა სამუშაო პირობები გაუარესდა, სიმართლეს არ შეესაბამება: საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი

48
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი განცხადებას აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ გავრცელებული ინფორმაცია თითქოს, ცენტრის თანამშრომელთა სამუშაო პირობები გაუარესდა სიმართლეს არ შეესაბამება.

ამავე განცხადების თანახმად, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინიციატივით, თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით გატარდა რიგი ღონისძიებები. 2023 წლის დასაწყისიდან კი, ცენტრის თანამშრომელთა ხელფასები 10%-ით გაიზარდა.

„2022 წელს, დაწესდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალისთვის, უქმე დღეებში, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება და 125 %-იანი ტარიფით განისაზღვრა, შეიცვალა და გაიზარდა ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ანაზღაურება, რაც სახელფასო საათობრივი ანაზღაურების 12 %-ით განისაზღვრა, 2022 წელს, ცენტრის თანამშრომლებს სამჯერ დაერიცხათ სახელფასო დანამატი, 2023 წლის დასაწყისიდან, როგორც სხვა საჯარო მოხელეთა, ასევე ცენტრის თანამშრომელთა ხელფასები 10%-ით გაიზარდა.

2022 წელთან შედარებით, 2023 წელს, ცენტრის თანამშრომლები, ისარგებლებენ ჯანმრთელობის დაზღვევის გაუმჯობესებული პაკეტით. ამ მიმართულებით ცენტრის ადმინისტრაცია სატენდერო პროცედურებს ახორციელებს“, – ვკითხულობთ განცხადებაში,

გადაუდებელი დახმარების ცენტრის ცნობით, აღნიშნულის შესახებ თანამშრომლები ინფორმირებულები არიან, შესაბამისად გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ცენტრის თანამშრომლებს გაუუქმდათ ჯანმრთელობის დაზღვევა, ასევე, არ შეესაბამება სიმართლეს.

„არ შეესაბამება სიმართლეს ავტომობილების დაზღვევის გაუქმებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია. მიმდინარე წლის 1 იანვრიდან დაზღვეულია ცენტრის ავტოპარკში არსებული ყველა ავტომობილი. ავტომობილების დასუფთავების სამუშაო, ყოველდღიურ რეჟიმში, ინტენსიურად მიმდინარეობს.

თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ცენტრის ავტოპარკისა და სამედიცინო აღჭურვილობის განახლება, არსებული ფილიალების რემონტი და ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნა.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელობა მზად არის გააგრძელოს თანამშრომლებთან შეხვედრები სამუშაო ფორმატში.“ – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა – ექიმებმა და მძღოლებმა, პროფესიული კავშირების გაერთიანებასთან ერთად დღეს აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა ხელფასის მატება და ღირსეული სამუშაო პირობები მოითხოვეს.

magti 5g