LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ნანუკა სტამბოლიშვილის „არწივის ცეკვამ“ ერთ დღეში 200 ათასზე მეტი ნახვა დააგროვა – „ნანა მადლობა“

1258
სტამბოლიშვილი

თურქულ სერიალში „სხვისი შვილი“ ქართული ტრადიციების შესახებ არაერთ სერიაში გაჟღერდა. სერიალის კადრებში მოხვდა სვანეთის მთებიც.

ქართველი ვარსკვლავი, ნანუკა სტამბოლიშვილი, რომელიც სერიალში ქართულ ტრადიციებზე საუბრობს ხოლმე, არც თურქულ ტრადიციებს ივიწყებს. ერთ-ერთ სერიაში ნანუკამ „არწივის ცეკვა“ შეასრულა, რაც ქალის შესრულებით ძალიან იშვიათად გვინახავს.

ცეკვას ასრულებენ მარტო, ან ჯგუფურად. ეს შესრულება აჩვენებს თავდაჯერებულობას, ძირითადად სიმამაცეს და მათ გამოწვევებს.

ამ ცეკვას ქორწილში სიძე ასრულებს ხოლმე.

„არწივის ცეკვა“ ძალაუფლების, უძლეველობის სიმბოლოა, დაფუძნებულია მითიური ფრინველის, გარუდას ფრენაზე.

„პირველად ვნახე თუ როგორ ცეკვავს თურქულ ნაციონალურ ცეკვას  ქართველი ქალი!
მადლობა ნანა, ამაყები ვართ შენით“, – ვკითხულობთ სოციალურ ქსელში.

ვიდეომ, რომელსაც უამრავი მოწონება და კომენტარი აქვს, ერთ დღეში 200 ათასზე მეტი ნახვა დააგროვა.

ვიდეო: თურქულ სერიალში, სადაც ნანუკა სტამბოლიშვილი მონაწილეობს, სვანეთის მთები გამოჩნდა

ვიდეო: „შენ იცი, რა არის გოზინაყი? ახალ წელს ვამზადებთ“ – ნანუკა სტამბოლიშვილი თურქულ სერიალში ქართულ ტრადიციულ საახალწლო ტკბილეულზე საუბრობს

ვიდეო: თურქულ სერიალში ნანუკა სტამბოლიშვილმა ლელა წურწუმიას სიმღერა შეასრულა

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g