LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცვლილებები ვოლკსვაგენში – ახალი სიცოცხლე

62

პრესა აქტიურად წერს გერმანული ავტოგიგანტის, ვოლკსვაგენის პრობლემებზე როგორც დიზელზე მომუშავე ავტომობილებთან, აგრეთვე იაპონურ სუძუკისთან დაკავშირებით. დღეს კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ გერმანელები დიდი ცვლილებებს გეგმავენ.

პორშეს ყოფილი გენერალური დირექტორი მათიას მიულერი ვოლკსვაგენის დირექტორად დაინიშნა და აცხადებს, რომ გერმანული კომპანია 2-3 წელიწადში კვლავ ფეხზე დადგება. თუ მის სიტყვებს დავუჯერებთ, დიზელზე მომუშავე ავტომობილებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება სრულიად მარტივად შეიძლება. აქვე დასძენს, რომ ამ თემით მანიპულირება მხოლოდ გერმანიის მასშტაბით უნდა მომხდარიყო და არა ამერიკულ ბაზარზე.

 

გარდა ამისა მიულერმა გამორიცხა ამერიკული ბაზრიდან გაუმართავი ავტომობილების გაყიდვიდან ამოღება. გარდა ამისა განაცხადა, რომ ზარალის ანაზღაურების გადაწყვეტილება, კომპანიას ამ დრომდე არ მიუღია.

შეგახსენებთ, რომ გერმანული ავტოგიგანტის ვოლკსვაგენის შესახებ სკანდალი რამდენიმე კვირის წინ აგორდა, რამაც კომპანიას დიდი ზარალი მოუტანა. ესქპერტები მის გაკოტრებასაც ვარაუდობდნენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები