„მხოლოდ იმიტომ, რომ დღეს ვინმე უკრაინის ხელისუფლებაში სააკაშვილს პოლიტიკურად გულშემატკივრობს, არ შეიძლება, ყველა წესი გვერდზე გადაიდოს და დარღვევით რაღაც პროცედურები წარიმართებოდეს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, წინასწარ ინსინუაციების დაგეგმვა ზოგიერთი თანამდებობის პირის მხრიდან უკრაინის ხელისუფლებაში ან ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, არ არის ის, რაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს განამტკიცებს
„მხოლოდ იმიტომ, რომ დღეს ვინმე უკრაინის ხელისუფლებაში სააკაშვილს პოლიტიკურად გულშემატკივრობს, არ შეიძლება, ყველა წესი გვერდზე გადაიდოს და დარღვევით რაღაც პროცედურები წარიმართებოდეს”. სუვერენული სახელმწიფო ვართ და ეს ყველაფერი ნუ გიხარიათ მხოლოდ იმიტომ, რომ შეიძლება სააკაშვილს გულშემატკივრობდეთ, თქვენი ქვეყნის უპატივცემულობა. მხოლოდ პიარის მოტივით და ფაქტების საწინააღმდეგოდ ერთი სახელმწიფოს მიერ მეორეს წინააღმდეგ აქტივობების დაგეგმვა არ არის ის, რაც უნდა გიხაროდეთ. წინასწარ ინსინუაციების დაგეგმვა ზოგიერთი თანამდებობის პირის მხრიდან უკრაინის ხელისუფლებაში ან ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, არ არის ის, რაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს განამტკიცებს“, – განაცხადა სარჯველაძემ