LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხა არაბული გარდაიცვალა: „მშვიდობით პაპი..“

748
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (4)

გორშეღმის ხეობის ბოლო მცხოვრები მიხა არაბული 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში შვილიშვილმა მამუკა არაბულმა გაავრცელა წარწერით – „მშვიდობით პაპი..“ და პოსტს ფოტო დაურთო.

მისი შვი­ლიშ­ვი­ლის ინფორმაციით, არა­ბუ­ლი ბოლო დროს თბი­ლის­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, რად­გან სიმ­სივ­ნე ჰქონ­და და მკურ­ნა­ლობ­და, თუმ­ცა ორ­გა­ნიზ­მმა ვე­ღარ გა­უძ­ლო.

„მთელს ორ­გა­ნიზ­მში სიმ­სივ­ნე ჰქონ­და. ბოლო დროს დამ­ძიმ­და და აქეთ წა­მო­ვიყ­ვა­ნეთ. წლე­ბის წინ აღ­მო­ჩე­ნი­ლი სიმ­სივ­ნე იყო, მაგ­რამ უარი თქვა მკურ­ნა­ლო­ბა­ზე, ახლა გარ­თულ­და და ორ­გა­ნიზ­მმა ვე­ღარ გა­უძ­ლო. ხვალ უნდა გავ­სუ­ლი­ყა­ვი კი­დევ სა­ნა­ხა­ვად სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და ვე­ღარ მი­ვუს­წა­რი. სულ ხე­ო­ბას კი­თხუ­ლობ­და, იქ უნ­დო­და წას­ვლა, მაგ­რამ უკვე სხე­უ­ლის ქვე­და ნა­წი­ლი წა­ერ­თვა და ვე­ღარც და­დი­ო­და. მარ­ტო­ო­ბას შეჩ­ვე­უ­ლი იყო მთა­ში, ბუ­ნე­ბა და მიხა პაპა იყ­ვნენ მარ­ტო ათო­ბით წელი“, – განუცხადა მა­მუ­კა არა­ბუ­ლმა ambebi.ge- ს.

მთავარ სლაიდზე ერთ-ერთი ფოტო: Mtisambebi.ge
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g