ინგლისური კომპანია „ბენტლის“ კროსოვერი Bentley Bentayga დიზაინერებმა პიკნიკის ავტომობილად გადააქციეს. აი რაშია საქმე.
ყველას კარგად მოეხსენება ის ფაქტი, რომ ინგლისური კომპანია საკმაოდ ძვირადღირებულ ავტომობილებს აწარმოებს, შესაბამისად მისი მყიდველიც შეძლებული ოჯახის წარმომადგენელია. სწორედ ამიტომ, დიზაინერებმა გადაწყვიტეს კროსოვერი პიკნიკის ავტომობილად გადაექციათ.
როგორც სურათზე ხედავთ, ავტომობილს საბარგულში ჩამონტაჟებული აქვს სპეციალური ბარი, სადაც თავისუფლად ეტევა ყველა ის დეტალი, რაც პიკნიკის დროს ადამიანს შეიძლება გამოადგეს.
თავად ავტომობილი, საკმაოდ მძლავრია კროსოვერის კვალობაზე. კაპოტქვეშ მოთავსებულია V8 ტიპის, 6.0 ლიტრიანი ძრავი, რომელიც მძღოლის, ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვაში დაეხმარება. ავტომობილის წარმოებაში ჩაშვებას კომპანია 2016 წლისთვის გეგმავს. ხოლო 2017 წელს, იგივე ავტომობილის ჰიბრიდულ ვარიანტს ვიხილავთ.