ბრიტანულმა პრემიუმ ბრენდმა Bentley-მ უარი თქვა იდეაზე, რომ ახალი თაობის Bentley Bentayga სრულად ელექტრო მოდელი ყოფილიყო. როგორც ირკვევა, კროსოვერი 2028 წელს გამოვა და ბრენდის განახლებული სტრატეგიის პირველი წარმომადგენელი გახდება – აქცენტი ჰიბრიდულ ტექნოლოგიებზე გადადის.
ახალი Bentayga დაფუძნებული იქნება პლატფორმაზე Premium Platform Combustion, რომელიც ითვალისწინებს 6 და 8 ცილინდრიანი შიდა წვის ძრავების გამოყენებას. ამით მოდელი ტექნიკურად დაუახლოვდება ისეთ ავტომობილებს, როგორიცაა Porsche Cayenne და Audi Q9.
ახალი არქიტექტურა საშუალებას მისცემს ჰიბრიდულ სისტემას გამოიყენოს უფრო თანამედროვე ელექტრონიკა და გაზარდოს მხოლოდ ელექტრო რეჟიმში გადაადგილების დიაპაზონი, რაც ეფექტურობის მხრივ მნიშვნელოვან გაუმჯობესებას ნიშნავს.
სტრატეგიის ცვლილება უკავშირდება როგორც ბაზრის მიმდინარე ტენდენციებს, ასევე ტექნიკურ გამოწვევებს. კერძოდ, Porsche-ს მიერ ახალი ელექტრო პლატფორმის – SSP-ის განვითარება შეფერხდა, რამაც გავლენა მოახდინა პარტნიორ ბრენდებზეც.
ამ ფონზე Bentley მიიჩნევს, რომ ჰიბრიდული ეტაპი უფრო უკეთ მოამზადებს კომპანიას სრულ ელექტრიფიკაციაზე გადასასვლელად.
მანამდე ბრენდი მხოლოდ ერთ სრულად ელექტრო მოდელს გამოუშვებს – კომპაქტურ კროსოვერს, სავარაუდო სახელწოდებით Bentley Barnato, რომელიც მიზნად ისახავს ახალი, უფრო ახალგაზრდა აუდიტორიის მოზიდვას პრემიუმ სეგმენტში.