LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაბეიშვილი: რევოლუციური ცვლილებებისა და ქვეყნის გადმოტრიალების გარეშე არაფერი გამოვა

162
ხაბეს

არსებობს ერთადერთი გამოსავალი და ეს არის საქართველოში რევოლუციური ცვლილებები. რევოლუციური ცვლილებებისა და ქვეყნის გადმოტრიალების გარეშე არაფერი გამოვა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

„პროცესის დაჩქარების ნაცვლად, ვხედავთ, მიზანმიმართულად აჭიანურებენ პროცესებს. შესაბამისად, როგორც ჩანს, ივანიშვილს პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს, რომ ბოლომდე მიიყვანოს დაწყებული საქმე. შესაბამისად, მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, ერთადერთი გამოსავალი არსებობს ამ ყველაფრიდან და ეს არის საქართველოში რევოლუციური ცვლილებები. რევოლუციური ცვლილებებისა და ქვეყნის გადმოტრიალების გარეშე, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ უკვე გადაატრიალა ეს ქვეყანა რუსეთისკენ, არაფერი გამოვა“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.

ამასთან, ლევან ხაბეიშვილმა მოუწოდა ყველას, მობილიზაციისთვის, მოქმედებისკენ და ბრძოლისთვის მოემზადონ.

„ბრძოლის გარეშე, ბიძინა ივანიშვილი და მისი კრიმინალური ოცნება ქვეყანას გახდის რუსეთის გუბერნიად. საქართველოს მოქალაქეებს ბრძოლის გარდა არაფერი დაგვრჩენია – პრეზიდენტის თავისუფლებისთვის, ქვეყნის თავისუფლებისა და ჩვენი შვილების ევროპული მომავლისთვის. სხვა გამოსავალი ბუნებაში არ არსებობს – რევოლუციური ცვლიელებები და ჩვენი ქვეყნის გადმოტრიალება, რადგან ქვეყანა  მოღალატეობრივმა ოცნებამ უკვე გადაატრიალა რუსეთისკენ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, „როგორ წარმოგიდგენიათ ქვეყნის გადმოტრიალება მაშინ, როდესაც ოპოზიციაშიც საუბარია, რომ არაა ერთიანი“, ხაბეიშვილმა აღნიშნა:

„ეს პოლიტიკოსი, ის პოლიტიკოსი, მეასეხარისხოვანია მაშინ, როცა საუბარია ქართველ ხალხსა და მის მომავალზე. შესაბამისად, ნებისმიერი ოპოზიციონერი იძულებული გახდება, ჩაერთოს პროცესში, რომელიც ჩვენი ქვეყნის გათავისუფლებისკენ იქნება მიმართული. ამაში დარწმუნებული ვარ და ამის პირობას ვაძლევ ქართველ ხალხს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

„პირად საუბრებში ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან მერაბიშვილი მიშა სააკაშვილს აბრალებდა ომის დაწყებას“ – გიორგი რურუა

ვანო მერაბიშვილის რუსულ კავშირებზე განცხადება ანეკდოტია, – ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა გიორგი რურუას განცხადება.

შეგახსენებთ, გიორგი რურუამ დღეს აღნიშნა, რომ  უცხოელ პარტნიორებთან პირად საუბრებში მერაბიშვილი სააკაშვილს აბრალებდა ომის დაწყებას, დიდი ეჭვი არსებობს მისი და რუსული სპეცსამსახურების ურთიერთობის შესახებ.

შეგახსენებთ, დღეს გიორგი რურუამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ბიძინა ივანიშვილსაც აწყობს მერაბიშვილის მთავარ ოპოზიციურ პარტიაში დაბრუნება“. მან ასევე აღნიშნა, რომ  „პირად საუბრებში ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან მერაბიშვილი მიშა სააკაშვილს აბრალებდა ომის დაწყებას“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g