LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ღარიბაშვილი : საქართველოს გავლით, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი შუა დერეფანი სულ უფრო მიმზიდველი ხდება საერთაშორისო ლოგისტიკური გადაზიდვებისთვის

137
BeFunky-collage (3)

„საქართველოს გავლით, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი შუა დერეფანი სულ უფრო მიმზიდველი ხდება საერთაშორისო ლოგისტიკური გადაზიდვებისთვის“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.

მისივე თქმით, კომპანია „Stena Line-ს“ გენერალურ დირექტორთან შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს

“ძალიან კარგი საუბარი მქონდა კომპანია Stena Line-ს გენერალურ დირექტორთან ნიკლას მარტენსონთან. საქართველოს გავლით, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი შუა დერეფანი სულ უფრო მიმზიდველი ხდება საერთაშორისო ლოგისტიკური გადაზიდვებისთვის. შეხვედრაზე განვიხილეთ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები საქართველოს პორტების გავლით საქონლის საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვების ხელშესაწყობად”, – წერს  ღარიბაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g