ბოლო კვირების განმავლობაში, 47 წლის ლეონარდო დიკაპრიო არაერთ ლამაზმანთან ერთად გადაიღეს. ის ჯერ პაემნის დროს 23 წლის ვიქტორია ლამასთან ერთად დააფიქსირეს. შემდეგ იყო „ბიკინი ფართი“ იახტაზე და ლეოს ენერგიული ცეკვა მოდელების გარემოცვაში.
სულ ცოტა ხნის წინ კი დასავლური მედია ლეოს უახლესი ფოტოებით აჭრელდა.
„ლეო თავისი ცხოვრების უმთავრეს ქალბატონთან ერთად“, „დედიკოს ბიჭი“ , „მისთვის დედა პირველ ადგილზე დგას“, – წერენ კომენტარებში
დიახ, ლეონარდო დიკაპრიომ საღამო დედასთან ერთად, გაატარა, მათ ჯერ ლოს-ანჯელესის ქუჩებში ფეხით ისეირნეს, შემდეგ კი რესტორანში ივახშმეს. როგორც ჩანს, ლეომ ყველა პაემანი გააუქმა და საღამო დედას დაუთმო.
„ვის უნახავს ლეოს ცეკვა?“ – ლეონარდო დიკაპრიოს კლუბში ცეკვის ვიდეო ინტერნეტსივრცეს იპყრობს
„ბიკინი ფართი“ იახტაზე – ასეთია ლეონარდო დიკაპრიოს 2023 წლის დასაწყისი