LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არიან ყველაზე კარგები პრემიერლიგაში

25

“მანჩესტერ იუნაიტედის” ახალწვეულმა ანტონი მარსიალიმ და ”ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ პრემიერლიგაში გასული თვის საუკეთესო მოთამაშისა და მწვრთნელის წოდებები დაიმსახურეს.

ფრანგმა თავდამსხმელმა ინგლისის ჩემპიონატში სექტემბრის თვეში სამ მატჩში სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.

”ტოტენჰემმა” კი პოჩეტინოს ხელმძღვანელობით გასულ თვეში სამივე თამაში მოიგო, მათ შორის ”მანჩესტერ სიტი” 4:1 დაამარცხა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები