უკრაინაში დაღუპული ქართველის, ჯამბულატ ხოფერია მამა არჩილ ხოფერია უკრაინაში საბრძოლველად მიდის. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
“შემდეგი კომენტარი ალბათ იმ ვიწრო ზოლიდან იქნება, სადაც ახლა თვით ღმერთმა მიმავლინა ყველაზე დიდ ჯოჯოხეთთან საბრძოლველად”, – წერს არჩილ ხოფერია საგარეჯოს ინციდენტის კომენტირებისას.
“გამარჯვებით არჩილ! ჯაბასთვის! საქართველოსთვის! ჯანმრთელად დაბრუნდი”, “გამარჯვება თქვენ და მშვიდობით დაბრუნება, ბატონო ჯარისკაცის მამავ”, – უწერენ კომენტარებში მეგობრები.