რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ მუსიკალური პროექტის Voice-ის მენტორი, მუსიკოსი სტეფანე ესტუმრა და თავის უნიჭიერეს ქალიშვილზე ისაუბრა:
– საკმაოდ ადრე გამოიყვანეთ შვილი სცენაზე, თუმცა მანამდე მაქსიმალურად ცდილობდით მის დაცვას საზოგადოებრივი ყურადღებისგან, რატომ გადადგით მსგავსი ნაბიჯი?
– გამუდმებით მეკითხებოდნენ, რატომ ვმალავდი ბავშვს. გავბედე და სულ 2 წუთით გამოვიყვანე სცენაზე, თუმცა ესეც საკმარისი აღმოჩნდა, რადგან დარბაზი ერთიანად აფეთქდა. სხვათა შორის, მანამდე დოკუმენტური ფილმში გადაიღეს, როგორც ჩანს ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა და მისმა გამოჩენამ მართლაც ფურორი მოახდინა. ახლაც იმავეს მოითხოვენ ჩემგან, არადა, სულ სხვა გეგმები გვაქვს, ამიტომ ჯერ არ ვიცი, რას გადავწყვეტთ.