LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ადგილობრივ ბაზარს ახასიათებს არასტაბილურობა… კადრების გაორმაგება შეგვიძლია – სად გეგმავს “ნიკოლი” ექსპორტის გაზრდას

204
nikoli

“ადგილობრივ ბაზარს ახასიათებს არასტაბილურობა, ჩვენთვის ეს გამოიკვეთა უფრო პანდემიის დროს და ამის შემდეგ უფრო მეტად მიექცა ყურადღებას ექსპორტს”, – აცხადებს ბავშვის ტანსაცმლის მწარმოებელი ქართული ბრენდი „ნიკოლის“ დამფუძნებელი და დირექტორი ნიკა ნიკოლაშვილი “ფორტუნასთან”.

ნიკოლი” ერთ-ერთი იყო ბავშვის ტანსაცმლის მწარმოებელი იმ ქართული კომპანიებიდან, რომლების სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, ფლორენციაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში – Pitti Immagine Bimbo 2023 მონაწილეობდნენ.

“აღნიშნულ გამოფენაში მეორედ ვმონაწილეობდით. ბევრად პროდუქტიული იყო, ვიდრე პირველ ჯერზე. ავიღეთ ოთხი შეკვეთა რამდენიმე ქვეყნიდან. ცნობადობის კუთხით კონტაქტები დავამყარეთ სხვადასხვა ქვეყნიდან. გამოხმაურება იმაზე მეტი გვქონდა, ვიდრე ველოდით. ამიტომ, გამოფენა მნიშვნელოვანი იყო უკვე არსებული და სამომავლო შედეგების კუთხით. ჩვენს პროდუქტზე მოთხოვნა იზრდება ყოველწლიურად, აქედან გამომდინარე ვცდილობთ, მოთხოვნას დავეწიოთ. ვფიქრობთ, რომ მალე გავზრდით საწარმოს, დაახლოებით ორჯერაც შეგვიძლია კადრების გაზრდა. გარდა ადგილობრივი ბაზრისა, ექსპორტზე ვართ ორიენტირებული და ასევე, ვემსახურებით ბევრ დიდ კომპანიის კორპორაციული მიმართულებით, სადაც ყველა ტიპის ტანისამოსს ვკერავთ”, – აცხადებს კომპანიის დირექტორი “ფორტუნასთან”.

ბავშვის ტანსაცმლის ქართული ბრენდები ფლორენციაში საერთაშორისო გამოფენაზე გამოჩნდნენ

„აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, ბავშვის ტანსაცმლის ქართულმა კომპანიებმა პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენაში - Pitti Immagine Bimbo 2023 მიიღეს მონაწილეობა.

როგორც ბრენდის დამფუძნებელი გვიყვება, “ნიკოლი” საქართველოში სამი მაღაზიითაა წარმოდგენილი, ორი თბილისში და ერთი ბათუმში. კომპანია, ასევე, ონლაინ გაყიდვების მიმართულებითაც აქტიურად მუშაობს, მომავალში კი ექსპორტის მიმართულებით ახალი ბაზრების დამატებას გეგმავს.

“აქამდე არსებული აქტივობები ექსპორტის მიმართულებით, გვქონდა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან – ქუვეითი, საუდის არაბეთი, ისრაელი. გამოფენაში მონაწილეობის შემდეგ შეკვეთა მივიღეთ ლივერპულიდან და იტალიიდან. ევროპის ბაზარი ჩვენთვის ძალიან საინტერესოა და ვფიქრობთ, რომ პოტენციალი გვაქვს. ასევე, კანადაში გვაქვს ექსპორტი, უკვე წარმოებაშია ჩაშვებული. გარდა იმისა, რომ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები ინტერესდებოდნენ, ახლა უკვე გამოიკვეთა ინტერესი ევროპული ბაზრიდანაც. სამწუხაროდ, საქართველოში არ არსებობს ნედლეულის წარმოება, ეს დიდი ხელშეწყობა იქნებოდა, ამიტომ ჩვენი ნედლეულის 90% შემოდის. ხარისხს ვაკონტროლებთ მკაცრად, რადგან ბავშვების სეგმენტი განსაკუთრებულად ფაქიზია”, – ამბობს ნიკა ნიკოლაშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g