Mecum Auction-ის სივრცე გახდა ადგილი, სადაც მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული Pontiac გაიყიდა. უიშვიათესი Pontiac GTO Judge Ram Air Convertible 1,1 მილიონ დოლარად შეფასდა. ეს არის მოდელი, რომელსაც განსაკუთრებული მოდიფიკაციები აქვს და კლასიკური მანქანების კონკურსებზე არაერთი ჯილდო აქვს აღებული. ხოლო თავად Pontiac GTO დიდ იშვიათობას ნამდვილად არ წარმოადგენს, რადგან მხოლოდ 1970 წელს ბრენდმა ავტომობილის 40 149 ეგზემპლარი გამოუშვა.
აღსანიშნავია, რომ ამ მოდელთაგან 3979 Judge იყო, რომელთაგანაც 168 კაბრიოლეტი იყო. მათგან მხოლოდ 17 იყო კაბრიოლეტი Judge, ახალი Ram Air IV V8 ძრავით, ათმა ეგზემპლარმა მექანიკური გადაცემათა კოლოფი მიიღო და 7 ავტომატურით იყო აღჭურვილი.
სწორედ ამ 7 კაბრიოლეტიდან ერთ-ერთი გაიყიდა აუქციონზე.