LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალი კვირაში 6 პაემანზე დადის და ამ გზით ძალიან ბევრ ფულს ზოგავს

133
982376095

ხშირი პაემნები ამერიკელ ქალს დაეხმარა, რომ 2 წლის განმავლობაში 20 ათასამდე დოლარი დაეზოგა. Daily mail-ის ინფორმაციით, ვივიან ტუ პროდუქტზე დაზოგილი ფულით თავის თავს საჩუქრებსაც ყიდულობს.

თავიდან ქალს მერკანტილური მიზნები არ ჰქონდა და რეგულარულ პაემნებზე სიარული ურთიერთობისთვის პარტნიორის მოსაძებნად დაიწყო. მალევე ქალმა შეამჩნია, რომ პროდუქტის ხარჯი შეუმცირდა, რამეთუ რესტორნებში მისთვის ფულს მამაკაცები იხდიდნენ. კვირაში ექვსმა პაემანმა ქალს 50-დან 100 დოლარამდე ეკონომიის საშუალება მისცა. შედეგად ვივიენმა ფულის შეგროვება და დიდი ხნის ოცნების ასრულება – ბრენდული ჩანთის შეძენა შეძლო.

ტუს თქმით, მის მეთოდს პლუსებთან ერთად მინუსებიც აქვს. ზოგიერთ პაემანზე მას საკმაოდ მოსაწყენი ისტორიების მოსმენა, ანდაც საკმაოდ უცნაურ მამაკაცებთან უწევდა საუბარი.

დასკვნის სახით ამერიკელმა აღნიშნა, რომ ეკონომიის მისებური მეთოდი – ყველაზე კარგი და სწორი ნამდვილად არ არის, – „პაემნების მიმართ მერკანტილური დამოკიდებულება კარმას აფუჭებს.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები