„ჩამოდის პრეზიდენტი და უცებ აბსოლუტურად მიტოვებული აღმოჩნდა, ე.ი. ღია ღალატი იყო“ – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
როგორც თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა, „მიხეილ სააკაშვილს ძვირი დაუჯდა, თორემ ისტორიულად უმაგრესი ნაბიჯი გადადგა“. ჩარკვინის განცხადებითვე, „დიდი შანსია, რომ სააკაშვილის ჩამოსვლა რუსეთის ჩანერგილმა აგენტებმა დაგეგმეს“.
„ის, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა ჩამოსულიყო საქართველოში, ჩვენ მხოლოდ მაშინ ვთქვით, როცა მიშამ თქვა, რომ „მე ჩამოვდივარ“, ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია. როცა მან თქვა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ის მზად არის ამ ყველაფრისთვის, მაგრამ იქ ვინ მუშაობდა, უკრაინაში ვინ მუშაობდა, ვის ჰქონდა ურთიერთობა?
საერთოდ, მიმაჩნია, რომ ძვირი დაუჯდა, თორემ ისტორიულად უმაგრესი ნაბიჯი გადადგა. მე არ მომწონს, როდესაც ამბობენ, რომ შეცდომა მოუვიდა, არაფერი შეცდომა არ მოსვლია.
დიდი შანსია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა დაგეგმეს რუსეთის ჩანერგილმა აგენტებმა, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ურთიერთობა მასთან ადამიანებს ჰქონდათ უკრაინაში, იქ იგეგმებოდა და ამას ვერ ასცდება ვერავინ, მისი გარემოცვა ვიღაც. ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილი რომ ჩამოვიდა, არაჩვეულებრივი კაცი იყო ის მძღოლი, მაგრამ მასთან არ უნდა აღმოჩენილიყო. ჩამოდის პრეზიდენტი და უცებ აღმოჩნდა აბსოლუტურად მიტოვებული, ნაღალატევია, ე.ი. ღია ღალატი იყო“, – განაცხადა ჩარკვიანმა.