რით განსხვავდება სიყვარული მიჯაჭვულობისგან – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ფსიქოკონსულტანტმა სოფიო ბაკურაძემ ისაუბრა.
რა არის მიჯაჭვულობა?
თვითონ სიტყვა მიჯაჭვულობას შეიძლება ყველამ სხვადასხვანაირი განმარტება მისცეს და აღიქვას მაგრამ კლასიკურად, ესა არის ვინმესთან სიახლოვეში ყოფნის ინსტიქტური სწრაფვა.
ზოგადად მიჯაჭვულობის უნარი ეს ადამიანის, ასე ვთქვათ ფუნდამენტური, თანდაყოლილი უნარია. ის ვლინდება ადამიანური ურთიერთობების ყველა სფეროში.
იდეაში ადამიანს აქვს უნარი მიეჯაჭვოს ნებისმიერ რამეს: საყვარელ ნივთებს, ადგილებს, ცხოველებს, ტანსაცმელს ადამიანებს და სხვ. ზოგიერთი მიჯაჭვულობა ჩვენთვის ძალიან გასაგები და გამართლებულია, ზოგი მათგანი კი საკმაოდ უცნაური და გაუგებარი შეიძლება იყოს.
თანამედროვე ადამიანი მიჯაჭვულია კომფორტს, ტელევიზორს, ინტერნეტს მობილურს. ეს ყველაფერი მას იზიდავს მაშინაც კი, როცა ხვდება რომ ეს მას ბევრ დროს ართმევს და საზიანოა. ეს არის მიჯაჭვულობები ყოფით დონეზე.
არსებობს ემოციური მიჯაჭვულობაც რაც ვლინდება მეგობრებს შორის პარტნიორებს შორის, მშობელსა და შვილებს შორის, მეუღლეებს შორის. ეს არის პიროვნებათშორის მიჯაჭვულობა.
როგორ გავარჩიოთ სიყვარული მიჯაჭვულობისგან?
ზოგჯერ საკმაოდ რთულია დავინახოთ სხვაობა ამ ორ გრძნობას შორის. პირველი პაემანი, ერთობლივი დასვენება, რომანტიკული საღამოები… ეს არის ერთმანეთში სრული ,,განზავება“ შერწყმა. პერიოდი, როცა მისი ყველაფერი აღგაფრთოვანებს და მოგწონს, თუმცა დროთა განმავლობაში რომანტიკული პერიოდი ნელ-ნელა მილევად რეჟიმში გადადის, ფინიშს უახლოვდება და გამომჟღავნებას იწყებს შედარებით უფრო მუქი ტონები და ნახევარტონები. მაგრამ თუ ერთი წყვილისთვის კრიზისი ეს მხოლოდ გამოწვევა და გამოცდაა, სხვისთვის ეს ტრაგედიის მიზეზი ხდება.
ხანგრძლივი ურთიერთობებისას ადრე თუ გვიან ჩნდება კითხვა: ,,რა მაკავშირებს ამ ადამიანთან სიყვარული თუ უბრალოდ მიჯაჭვულობა? თუ სიყვარულს ვაფასებთ როგორც ,,კარგ“, ,,გულწრფელ“ გრძნობას მიჯაჭვულობის გრძნობა აღიქმება, როგორც რაღაც რუტინული, დამამძიმებელი ემოცია. სინამდვილეში კი მიჯაჭვულობა შეიძლება იყოს როგორც ჯანსაღი ასევე არაჯანსაღი.
ჯანსაღი მიჯაჭვულობა ეს ნორმალურია და სწორედაც ზრდასრული ურთიერთობებისთვისაა დამახასიათებელი. ჯანმრთელ ურთიერთობაში სიყვარული და მიჯაჭვულობა ერთად ვითარდება და ერთად თანაარსებობენ. ბუნებრივია რომ წლებთან ერთად ის პირველი ემოციები ნელ-ნელა ფერმკრთალდება ზოგჯერ ასეთ ურთიერთობებში შესაძლოა თავს იჩენდეს მოწყენილობა, ერთფეროვნების განცდა და ეს აბსოლუტურად ნორმალური მდგომარეობაა და ადამიანებს ეს უნდა ესმოდეთ.
არაჯანსაღი მიჯაჭვულობის საფუძვლად უდევს მარტოობის ნევროტული შიში, ცვლილებების შიში, საკუთარი არასრულფასოვნების და უძლურების განცდა და ა.შ. ეს დესტრუქციულად მოქმედებს ჩვენს ცხოვრებაზე და აუცილებელია მათგან გათავისუფლება. ეს მარტივი არაა და როგორც წესი ამასთან გამკლავება ადამიანს უჭირს, იმიტომ რომ ეს არაჯანსაღი მიჯაჭვულობა, მხოლოდ აისბერგის თავია და ამის მიზეზები ადამიანის ფსიქიკის საკმაოდ ღრმა და ბნელ კუნჭულებში იმალება.
შესაძლოა თუ არა მიჯაჭვულობა სიყვარულის გარეშე?
დიახ, შესაძლოა ჩვენი პარტნიორული ურთიერთობები თავიდანვე მხოლოდ და მხოლოდ მიჯაჭვულობას ეფუძნებოდეს, მაგრამ ჩვენ გვეგონოს რომ ეს სიყვარულია. თუ ჯანსაღი სასიყვარულო მიჯაჭვულობის საფუძვლად გვევლინება პარტნიორის უპირობო მნიშვნელოვნება და ღირებულება, იმის შეგრძნება რომ რომ ადამიანის გვერდით თავს კომფორტულად ვგრძნობთ პათოლოგიური და არაჯანსაღი მიჯაჭვულობის საფუძველს შეიძლება უმყარებდეს საკმაოდ ფართო სპექტრი მიზეზებისა რომლებზეც საუბარი უსაშველოდ შორს წაგვიყვანს.
როგორ მივხვდეთ რომ სიყვარულის გრძნობა გაქრა და უბრალოდ ჩაანაცვლა ჩვევამ და არაჯანსაღმა მიჯაჭვულობამ?
ექსპერტები გვთავაზობენ რამდენიმე მინიშნებას და ვეცდები დაგანახვოთ ისინი:
ამ დროს შესაძლოა ხანგრძლივი განშორების დროს გრძნობდეთ დიდ მონატრებას ამ პარტნიორის მიმართ, მაგრამ როცა შეხვდებით მას ამ შეხვედრით კმაყოფილების გრძნობა არ განიცადოთ.
ანუ როცა რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გაქვთ მისაღები ორიენტირებული ხართ მხოლოდ საკუთარ თავზე და არ ითვალისწინებთ მის სურვილებსა და მოთხოვნილებებს, არ ზრუნავთ ან ნაკლებად გადარდებთ თქვენი პარტნიორის სურვილები.
ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ სიყვარულის და შეყვარებულობის დროს ადამიანები ან ვერ ამჩნევენ ერთმანეთის ნაკლს ან ამჩნევენ მაგრამ საკმაოდ მშვიდად იღებენ. არ ღიზიანდებიან არც უწესრიგოდ მიყრილ-მოყრილ ნივთებზე და არც იმაზე, რომ სახლში სადილი არ დახვდათ. თუ ურთიერთობა ჩვევაში გადავიდა მაშინ ყოველი მანამდე შეუმჩნეველი წვრილმანი ხდება აუტანლად გამაღიზიანებელი და ეს იწვევს ძალიან დიდ კონფლიქტებს.
როცა წყვილს უყვარს ერთმანეთი მათ ყოველთვის აქვთ ერთობლივი მომავლის პერსპექტივის განცდა, ხოლო წყვილში რომელშიც სიყვარული გაქრა და ურთიერთობა უბრალოდ ჩვევაში გადავიდა მომავლის პერსპექტივის გააზრება და ერთობლივი ცხოვრების სურათ-ხატების წარმოდგენა განუზომელ სევდას იწვევს მოწყენილობა ეუფლებათ.
როცა სიყვარულის გრძნობა ქრება აღარ გვაქვს ემოციური ბმა პარტნიორთან მაშინ ინტიმური ურთიერთობაც აღიქმება რუტინად რაც ადრე თუ გვიან გვბეზრდება და ვიწყებთ ახალი ურთიერთობების ძიებას.
როგორ გავთავისუფლდეთ არაჯანსაღი მიჯაჭვულობიდან?
რა თქმა უნდა ეს ძალიან ზოგადი რეკომენდაციები იქნება, მაგრამ თვითდახმარების ფარგლებში ვეცდები რამოდენიმე იდეა შევთავაზო მსმენელს და მაყურებელს: