LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხერხეულიძე: „წერილები ყველაზე ბევრი მე მაქვს, არასდროს მიკადრია გამოქვეყნება, თან, დარწმუნებული ვარ, ძალიანაც არ მოგეწონებათ შინაარსი“

186
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (4)

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ეკა ხერხეულიძე, ლევან ხაბეიშვილის მიერ გასაჯაროებულ წერილს ეხმაურება, სადაც მესამე პრეზიდენტი პარტიის ახალ თავმჯდომარეს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

როგორც ხერხეულიძე აღნიშნავს, პირადი წერილების გამოქვეყნებას მხოლოდ ერთი მხარე არ წყვეტს.

სააკაშვილი ხაბეიშვილს: გილოცავ ძმა, გთვლი ჩემს უახლოეს ადამიანად და ძალიან დიდი პოტენციალის მქონე პოლიტიკოსად

“მეგობრებო, ადრეულ ასაკში უნდა გვესწავლა, რომ პირადი წერილების გამოქვეყნებას ერთი მხარე არ წყვეტს. ორივეს თანხმობაა საჭირო. თუ მართლა ვწუხვართ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, გავუფრთხილდეთ, პატივი ვცეთ. თორემ, წერილები ყველაზე ბევრი მე მაქვს, არასდროს მიკადრია გამოქვეყნება, თან, დარწმუნებული ვარ, ძალიანაც არ მოგეწონებათ შინაარსი. აბა,თქვენ იცით…”- წერს ეკა ხერხეულიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g