LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ენმ“-ს ახალი ოფისი ექნება – 24-საათიან რეჟიმში ვიწყებთ მუხლჩაუხრელ მუშაობას: ლევან ხაბეიშვილი

172
ლევან ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილი ოფიციალურად აირჩიეს. როგორც მან პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, „უახლოეს პერიოდში, თბილისის „ენმ“-ს ახალი ოფისი ექნება. ხაბეიშვილის თქმით, „არცერთი წამი არ აქვთ დასაკარგი და 24-საათიან რეჟიმში მუხლჩაუხრელ მუშაობას იწყებენ“.

ყრილობაზე ცნობილი გახდა ენმ-ს გენერალური მდივნის ვინაობაც. აღნიშნულ პოსტს პეტრე ცისკარიშვილი დაიკავებს. პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფია კი ლევან ბეჟაშვილმა შეცვალა.

„დაპირების შესაბამისად, უახლოეს პერიოდში რაიონებში დავიწყებთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისების გახსნას, ჩვენ უკვე შევქმენით მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბი, რომელსაც უხელმძღვანელებს გიორგი ჩალაძე.

უახლოეს პერიოდში, თბილისის „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება ახალი ოფისი, ჩავატარებთ დედაქალაქში თბილისის კონფერენციას, ავირჩევთ პარტიის ხელმძღვანელებს, დავიწყებთ ახალგაზრდული ორგანიზაციის ფორმირებას, ჩავატარებთ ახალგაზრდულ ყრილობას, ახალგაზრდებს დამოუკიდებელი სივრცე ექნებათ.

ოფისების, შტაბების გახსნის პარალელურად, დავიწყებთ რეგიონული და რაიონული კონფერენციების მომზადებას. არცერთი წამი არ გვაქვს დასაკარგი. 24-საათიან რეჟიმში ვიწყებთ აქტიურ, მუხლჩაუხრელ მუშაობას.

ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იდენტურია 2003 წელთან – ახლაც დასამარცხებელია გაჭირვება, უმუშევრობა, კრიმინალი, უიმედობა და უპერსპექტივობა. ახლა უფრო ფესვგადგმულია კრემლის აგენტურა ხელისუფლებაში და მართვის სადავეები სრულად უპყრია რუსეთის, პუტინის პირად მსახურს ბიძინა ივანიშვილს. ჩვენს პრიორიტეტად კვლად რჩება ნატო-ში და ევროკავშირში ინტეგრაცია და უკრაინასთან, ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად ბოროტებაზე გამარჯვება.

„ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ყველგან, სადაც ხალხის პრობლემებია, სადაც უსამართლოდ ადამიანების ჩაგვრაა, სადაც ჩვენს მოქალაქეს სჭირდება ზურგი და მხარდაჭერა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა შევთავაზოთ ჩვენს ხალხს ხვალინდელი დღე, კეთილდღეობა და კონკრეტული პრობლემების გადაჭრის გზები. ჩვენ უნდა შევძლოთ და ჩვენი ქვეყანა ვიხსნათ დაცლისგან. დიახ, სამშობლოდან, ოჯახებიდან მოშორებით არ უნდა გარბოდნენ ჩვენი თანამემამულეები საკუთარი ოჯახის წევრების გამოსაკვებად. საკუთარი თავის რეალიზება უნდა შეძლონ სამშობლოში, გამოადგნენ ქვეყანას და წვლილი შეიტანონ საქართველოს წარმატებაში.

ყველა ქალაქში, რაიონში, უბანში, კორპუსში, თუ დასახლებაში უნდა ვიყოთ ყველგან და დავარწმუნოთ ჩვენი ძმები, დები, დედები, მამები, ბებიები და ბაბუები, რომ ჩვენ შეგვიძლია წარმატებულ ძლიერ, ევროპულ ქვეყანაში ვიცხოვროთ, სადაც უზრუნველყოფილი იქნება თითოეული მათგანის ინტერესები.

ბავშვებს ექნებათ ლაღი და ღიმილიანი ბავშვობა. სტუდენტებს ექნებათ განათლების ხელმისაწვდომობა, ცოდნის და უნარების გამოყენების შესაძლებლობა, იქნება სამუშაო ადგილები, ღირსეული ანაზღაურებით. გავმართავთ საგადასახადო სისტემას და ყველანაირ წნეხს მოვხსნით ბიზნესზე, ხელს შევუწყობთ და ხელს გავუწვდით ინვესტორებს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g