გვინეტ პელტროუ დღემდე საგულდაგულოდ ინახავს იმ კაბებს, რომლებიც სხვადასხვა დროს პაემანზე ეცვა. გაირკვა, რომ 50 წლის ვარსკვლავი განსაკუთრებით უფრთხილდება იმ სამოსს, რომელიც მას სხვადასხვა დროს, ბრედ პიტთან პაემნის დროს ეცვა. პიტისა და პელტროუს რომანი 1994 წელს დაიწყო და ორ წელიწადში წყვილი დაინიშნა, ისინი 1997 წელს დაშორდნენ და საუკეთესო მეგობრებად დარჩნენ.
პელტროუმ „იუთუბზე“ ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც თავისი კოსტიუმების ისტორიას ჰყვება. მაგალითად მას შენახული აქვს კაბა, რომელშიც პირველად გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე, ბრედ ფელჩაკი. მას ასევე საგულდაგულოდ აქვს შენახული ყველა კაბა, რომელიც ბრედ პიტთან პაემანზე ეცვა.
პელტროუს გარდერობშია ქურთუკი ცნობილი ფილმიდან „სისხლი და ხორცი“, სადაც მისი პარტნიორი მეგ რაიანია, ასევე „მანოლო ბლანიკის“ ცნობილი ფეხსაცმელი, რომელიც მას მაშინ ეცვა, როცა „ოსკარი“ აიღო.
უმაკიაჟო და საოცრად ბუნებრივი – 50 წლის გვინეტ პელტროუს ბარბადოსული არდადეგები
ნუთუ ეს გვინეტ პელტროუა? – მაკიაჟის გარეშე მოსეირნე 50 წლის მსახიობი ვერ იცნეს