გერმანიის მთავრობამ უკრაინისთვის 178 ერთეული „ლეოპარდ 1“-ის ტიპის ტანკის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
როგორც მედია იუწყება, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა კიევში მოულოდნელი ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ზაფხულისთვის უკრაინას 20-დან 25 ტანკამდე უნდა მიეწოდოს, წლის ბოლომდე კი 80-მდე.
აღსანიშნავია, რომ ბერლინის მიზანია 100-ზე მეტი ტანკის გადაცემა 2024 წლის პირველი ან მეორე კვარტალის განმავლობაში, რაც ნიშნავს სულ მცირე სამი უკრაინული ბატალიონის აღჭურვას.
ოლექსი დანილოვი: რუსეთი უკვე იხვეწება მოლაპარაკებებს