წლევანდელი „სუპერ ბოულის“ კიდევ ერთი საუკეთესო მომენტი ამერიკის ეროვნული ჰიმნის შესრულება გახდა. წელს ეს მისია „გრემის“ რვა გზის გამარჯვებულ ქანთრი მუსიკოსს კრის სტეპლტონს ერგო. მან ჰიმნი გიტარით ხელში, გასაოცარი ინტერპრეტაციით შეასრულა და ეს იმდენად ემოციური იყო, რომ ტიროდა ყველა, როგორც სპორტსმენები, ასევე დამსწრე პუბლიკა.
მუსიკის კრიტიკოსები წერენ, რომ შესაძლოა, ეს იყო საუკეთესო შესრულება „სუპერ ბოულის“ ჰიმნების ისტორიაში. სხვადასხვა დროს ამერიკის ჰიმნი სუპერ ბოულის მსვლელობისას, შესრულებული აქვთ ლუთერ ვანდროსს, უიტნი ჰიუსტონს, დემი ლოვატოს, ფეით ჰილს, ფინქს, ალიშა კისსა და სხვა ვარსკვლავებს.