2015 წლის ოქტომბერში ვერა ბრეჟნევა ცოლად გაჰყვა პროდიუსერ კონსტანტინ მელაძეს. საქორწინო ცერემონია იტალიაში, ფორტე დეი მარმიში გაიმართა. თუმცა, ცერემონიმ ჟურნალისტების გარეშე ჩაიარა. როგორც შემდგომ გაირკვა, პატარძალმა ფოტოსესიაც მოაწყო პროექტისთვის Chu and Chu. ქორწინების ორგანიზატორი კი ანა ჩუპრისი გახლდათ.
სწორედ აქედან დაიბადა იდეა, რომ ვერა ბრეჟნევასა და ანა ჩუპრისს ეთანამშრომლათ და საერთო საქმე წამოეწყოთ. მათი წამოწყება კი ქორწინების სააგენტოს VA Day გახსნით დასრულდა. ”იდეალური ქორწინება არსებობს, ჩვენ თქვენს საქორწინო დღეს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მოგიწყობთ” – გვპირდებიან გოგონები სააგენტოს ოფიციალურ ინსტაგრამ გვერდზე.