LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკომისარმა ევროპარლამენტარებს „იდიოტები“ უწოდა

161
Capture

ევროკომისარმა ევროპარლამენტარებს „იდიოტები“ უწოდა. ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს.

ევროპარლამენტარების ნაწილმა ვარჰეის რეპლიკას უპრეცედენტო შეურაცხყოფად შეაფასა და მისი გადადგომა მოითხოვეს.

14 თებერვალს ევროპარლამენტის სესიაზე ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი დასავლეთ ბალკანეთის საკითხზე კანონმდებლების კითხვებს პასუხობდა, რა დროსაც მან ჩართული მიკროფონით ევროპარლამენტარებს ჩუმად იდიოტები უწოდა.

“კიდევ რამდენი იდიოტია იქ?” — იკითხა ვარჰეიმ.

მოგვიანებით ევროკომისარმა განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ წუხს საკითხის ირგვლივ არსებული გაუგებრობის გამო, თუმცა მას ბოდიში არ მოუხდია. მისი განმარტებით, რეპლიკა კონტექსტიდან ამოღებული და კერძო საუბრის ნაწილი იყო.

“ეს უკავშირდებოდა უნგრულ პირად საუბარს ჩემი კაბინეტის ხელმძღვანელთან სრულიად განსხვავებულ საკითხზე, პატივს ვცემ ევროკავშირის ყველა ინსტიტუტს, მათ შორის ევროპარლამენტს და მის საპატიო წევრებს”, — განაცხადა მან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g