დღეს, 17 თებერვალს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რეგიონში სინოპტიკოსები თოვლს ვარაუდობენ.
აღმოსავლეთ საქართველოს ზოგ რეგიონში ასევე თოვლია მოსალოდნელი.
რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას ცალკეულ ქალაქებში, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით:
დღეს ქუთაისში თოვლია მოსალოდნელი, დღისით +2 გრადუსი, ღამით კი -3 გრადუსი იქნება. თოვლია მოსალოდნელი ოზურგეთშიც, სადაც დღისით +4 გრადუსი, ღამით კი +1 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც ასევე თოვლია მოსალოდნელი, დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი.
ფოთში სინოპტიკოსები თოვლს ვარაუდობენ, დღისით +6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით +2 გრადუსია მოსალოდნელი.
ზუგდიდშიც მოთოვს, დღისით +3 გრადუსი სითბოა ნავარაუდევი. ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.
სოხუმში დღისით +4, ღამით კი +2 გრადუსია ნავარაუდევი.
მესტიაში თოვლია ნავარაუდები. დღისით -5 გრადუსია, ღამით კი -10 გრადუსი დაფიქსირდება. მოთოვს ამბროლაურშიც და დღისით 0 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.
თოვლია მოსალოდნელი ჭიათურაში, დღისით +1 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -4 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +1 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -13 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით.
თოვლია მოსალოდნელი ბორჯომში, დღისით +2 ღამის ღამით კი – 9 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით -4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -15 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლი.
გორშიც თოვლია ნავარაუდები. დღისით +2 გრადუსია ნავარაუდები, ღამის განმავლობაში კი -8 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში თოვლიანი დღეა. დღისით ჰაერს ტემპერატურა +1 გრადუსი იქნება, ღამით კი -9 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურშიც თოვლიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით -5 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -14 გრადუსი იქნება. ითოვებს ომალოშიც, სადაც დღისით -7, ღამით კი -18 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში უნალექო დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +5 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლიანი დღეა ნავარაუდები თელავში. დღისით +3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 0 გრადუსია ნავარაუდები.
ნალექიანი დღეა ნავარაუდები გურჯაანში. დღისით +4 გრადუსი, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +2 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით 0 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში +4 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით 0 გრადუსი დაფიქსირდება.
თოვლია ნავარაუდევი თბილისში. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი 0 გრადუსია ნავარაუდევი.