აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. უკრაინული მედიის ცნობით, ამის გამო, დედაქალაქში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული.
ინფორმაციისთვის, იყო ვარაუდი, რომ ბაიდენი პოლონეთს ეწვეოდა, აშშ-ის პრეზიდენტის უკრაინის დედაქალაქში ვიზიტის შესახებ კი აქამდე ინფორმაცია არ ვრცელდებოდა.
მედიაში გავრცელდა ბაიდენის პირველი კადრები, რომელიც კიევში, მიხაილოვსკის მოედანზე მოედანზეა გადაღებული. ვიდეოში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმა ისმის.
უკრაინული მედიის ცნობითვე, კიევში დილიდან გადაიკეტა ქუჩები, რკინიგზა, ასევე ამერიკის საელჩოს ტერიტორია.
ჯო ბაიდენთან შეხვედრის ოფიციალური ფოტო საკუთარ ფეისბუკ გვერდზე განათავსა უკრაინის პრეზიდენტმა.
„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კიევში! თქვენი ვიზიტი უკრაინელების მხარდაჭერის უაღრესად მნიშვნელოვანი გამოვლინებაა,“ – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.