LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯო ბაიდენი: აშშ ნატოს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს დაიცავს

143
75-be2a1

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ ნატოს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს დაიცავს.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ნატო-ს აღმოსავლეთ ნაწილის მეთაურებს შეხვდა. ბაიდენისა და “ბუქარესტის ცხრიანის” ლიდერების შეხვედრა ვარშავაში გაიმართა.

“ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების წინა ხაზზე იმყოფებით და სხვებზე უკეთ იცით ამ კონფლიქტში რა არის სასწორზე. არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ევროპისა და მსოფლიოს მასშტაბით დემოკრატიების თავისუფლებისთვის”, – განაცხადა ბაიდენმა შეხვედრაზე.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ნატო-ს მე-5 მუხლი “წმინდა ვალდებულებაა, რომელიც აშშ-მა აიღო” და ნატო-ს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრის დასაცავად ვაშინგტონის მზაობა გამოხატა.

მისი თქმით, “აბსოლუტურად ნათელია”, რომ აშშ დაიცავს „ნატო-ს თითოეულ სანტიმეტრს”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g