მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე პრესტიჟულმა ავტომწარმოებელმა ბენტლიმ ბეთაიგას ახალი ჰიბრიდი წარმოადგინა.
ჯიპი ახლა განახლებული და გაუმჯობესებულია.
განახლებები მოიცავს- მეტ სიმძლავრეს, გაზრდილ დიაპაზონს და ორ ახალ მორთვას.
ძრავა: ტურბო 3.0-ლიტრიანი ჰიბრიდული V6-ის და 100 კილოვატიანი ელექტროძრავის კომბინაციაა.
გასული წლის 13 კილოვატ-საათიანი ბატარეის პაკეტი 18-კილოვატ-საათიანით შეიცვალა. ეს ცვლილება ავტომობილს დამატებით 3-კილომეტრიან დიაპაზონს აძლევს. გასული წლის 40 კილომეტრიანი დიაპაზონი 43 კილომეტრიანით შეიცვალა.
განახლებული Bentayga Hybrid-ის კონფიგურაცია 6%-ით მეტ სიმძლავრეს იძლევა. ეს კი 456 ცხენის ძალის გამომუშავებას უწყობს ხელს. (აღსანიშნავია, რომ ბრუნვის მომენტიც 15%-ით გაიზარდა).
სალონი: ახალი მოდელი ფუფუნებაზეა ორიენტირებული. წინა სავარძლების Comfort პაკეტი სტანდარტულია და მოიცავს-რეგულირებად წინა სავარძლებს, ვენტილაციას და გათბობის საშუალებებს.
მყიდველებს შესაძლებლობა აქვთ აირჩიონ 15 სხვადასხვა ფერის ტყავის ვარიანტი და სამი უნიკალური ხის მორთვა.
ახალი ვერსიების ღირებულებაზე ჯერ არაფერია ცნობილი.