LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის პირით ითქვა ტყუილი, სიტყვა სიტყვით არის ნათარგმნი ამერიკული კანონი“ – კობახიძე „ხალხის ძალის“ კანონპროექტებზე

156
მუმლაძე და დათო სააკაშვილი

იტყუება, ვინც ამბობს, რომ „ხალხის ძალის“ პირველი კანონპროექტი არის რუსული, არასწორი ინფორმაცია მიუტანეს და სამწუხაროდ, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის პირით ითქვა ტყუილი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ის რასაც რუსულ კანონს ეძახიან, სიტყვა სიტყვით არის ნათარგმნი ამერიკული კანონიდან.

მისივე თქმით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს ნედ პრაისს არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს და მან ტყუილი გააჟღერა.

„ამგვარმა კანონმა შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია“ – ნედ პრაისი „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე

„რეალურად, მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნენ. სიტყვა სიტყვით არის ნათარგმნი ამერიკული კანონი. ამასაც ეძახიან რუსულ კანონს. ჩვენ ვამბობდით, რომ ის ვარიანტი, რომელიც თავიდან დააინიცირა „ხალხის ძალამ“, ბევრად უფრო დახვეწილი ვერსია იყო, ვიდრე ამერიკული. ახლა, როდესაც მეორე ვარიანტი, სუფთა ამერიკული თარგმანი დაინიცირდა, ჩიხში არიან შესული და პირდაპირ ვიტყვი, ტყუილებს ლაპარაკობენ. ხომ არის პირდაპირი ასლი ამერიკული კანონის, ვერაფერს ამბობენ და იძულებული არიან, მოიტყუონ. მეორე კანონპროექტმა ეს ადამიანები პირდაპირ ამხილა სიცრუეში. მანამდე იტყუებოდნენ, თითქოს ქართული კანონი იყო რუსული, რაც იყო ტყუილი. ვინც ამას ამბობდა და ამბობს, ჩვეულებრივად იტყუება. ახლა უკვე ამერიკულის ასლია წარმოდგენილი და ამასაც რუსულს ეძახიან. ეს უკვე ტყუილზე მეტია. ვინც ამბობს, რომ პირველი კანონპროექტი არის რუსული, იტყუება. მას მოატყუებინეს, შეცდომაში შეიყვანეს, არასწორი ინფორმაცია მიუტანეს და სამწუხაროდ, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის პირით ითქვა ტყუილი.

გვარებზე არ ჩავალ. იტყუება, ვინც ამბობს, რომ დაინიცირებული კანონპროექტი არის რუსული. რეალურად, გამჭვირვალობის ზუსტად ის სტანდარტია დადგენილი, იმაზე ბევრად რბილი სტანდარტი, რაც არის დადგენილი პოლიტიკური პარტიებისთვის. ჩვენი კანონმდებლობა დიდი ხანია, წლებია ითვალისწინებს გამჭვირვალობის უზრუნველყოფის წესს პოლიტიკური პარტიებისთვის. ბუნებრივია, გარკვეული ინფორმაცია მჟღავნდება, როდესაც წარადგენ შემოსავალ-გასავლის დეკლარაციას. გარკვეული დეტალი ხდება ცნობილი, მაგრამ დაცულია პერსონალური მონაცემების შესახებ კანონი პარტიების შემთხვევაში და დაცული იქნება არასამეწარმეო პირების შემთხვევაშიც. შფოთვის არანაირი საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ხალხის ძალის“ მიერ დაინიცირებული ორივე ვარიანტი პირველი მოსმენით იქნება მიღებული და შემდეგ დოკუმენტები ვენეციის კომისიას გადაეგზავნება.

„გვქონდა მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით და მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომელიც გახმოვანდა კოლეგების მხრიდან. ორივე კანონპროექტს დავუჭერთ მხარს პირველი მოსმენით, უახლოეს დღეებში შედგება საკომიტეტო მოსმენები, ამის შემდეგ შედგება პლენარული სხდომა. პირველი მოსმენით იქნება მიღებული როგორც ერთი, ასევე მეორე კანონპროექტი. ანუ, ქართული ვერსიაც და ამერიკული ვერსიაც. ამის შემდეგ ორივე დოკუმენტი გაიგზავნება ვენეციის კომისიაში. ჩვენ ვითხოვთ დაჩქარებული წესით დასკვნის წარმოდგენას, არსებობს ასეთი პროცედურა. ამის შემდეგ უკვე სესიის ბოლომდე დასრულდება კანონპროექტის შესაბამისი ვერსიის მიღება თუ იქნება დადებითი დასკვნა ამერიკულ ვარიანტთან დაკავშირებით, გაგრძელდება ამერიკული ვარიანტის განხილვა, თუ იქნება დადებითი დასკვნა ქართულ ვარიანტთან დაკავშირებით, გაგრძელდება ქართულის განხილვა.

ყველა შემთხვევაში დასკვნა იქნება წარმოდგენილი კანონპროექტის დეტალებთან დაკავშირებით. ვერავინ იტყვის, რომ გამჭვირვალობა არ ვარგა. შეიძლება იყოს ცალკეული კომენტარები ერთ ან მეორე, ან ორივე კანონთან დაკავშირებით, ამ კომენტარებზე გვექნება მსჯელობა, მაგრამ, რა თქმა უნდა, აპრიორი გამორიცხულია, რომ ერთზე ან მეორეზე, ან ორივეზე იყოს წარმოდგენილი უარყოფითი დასკვნა. შეიძლება მხოლოდ დეტალებზე იყოს წარმოდგენილი გარკვეული შენიშვნები ან რეკომენდაციები. აქედან გამომდინარე, ჩვენ ერთ ან მეორე კანონს ყველა შემთხვევაში მივიღებთ, მანამდე დაველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას.

ვენეციის კომისია არ არის პოლიტიკური ორგანო, არის სამართლებრივი ექსპერტიზის დაწესებულება. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ვცენეციის კომისია ვერ იტყვის, რომ კანონი არ უნდა მიიღო, მით უმეტეს, რომ აქ საუბარია მხოლოდ გამჭვირვალობაზე. შეიძლება, მხოლოდ კონკრეტულ დეტალებთან დაკავშირებით გამოითქვას რეკომენდაციები და ამ რეკომენდაციებთან დაკავშირებით გვექნება მსჯელობა, მაგრამ ვენეციის კომისია ვერ იტყვის, რომ კანონი არ შეიძლება იყოს მიღებული, მით უმეტეს, რომ მხოლოდ გამჭვირვალობას ადგენს ის კანონი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g