LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა საქართველოს ულოცავს და მადლობას უხდის

25

ზაზა ფაჩულია საქართველოს მოსახლეობას შობის დღესასწაულს ულოცავს და მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის.

“გილოცავთ შობას! ამ დღის მადლი ფარავდეს სრულიად საქართველოს!
ყოველთვის ვგრძნობ თქვენ თანადგომას, მაგრამ დღეს როგორც არასდროს ისე ვიგრძენი ქართველი ხალხის ძალა და მხარდაჭერა. მადლობა ალბათ არ არის საკმარისი, რასაც თქვენ ჩემთვის აკეთებთ! ვამაყობ, რომ ვარ პატარა ქვეყნის შვილი, რომელსაც აქვს დიდი გული და მას საქართველო ქვია”, – წერს ზაზა ფაჩულია თავის სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ NBA All Stars-ის შუალედური შედეგები გამოქვეყნდა, სადაც ზაზა მერვე ადგილზეა.

ხმის მიცემა 18 იანვრამდეა შესაძლებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები