სპორტული კვლევების საერთაშორისო ცენტრმა (CIES) ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა.
ფეხბურთელის ღირებულების შეფასება ცენტრის მიერ შემუშავებული მოდელის მიხედვით ხდება, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში 1500-ზე მეტ ტრანსფერს ითვალისწინებს.
ლიონელ მესი (ბარსელონა) – 250,7 მლნ ევრო
ნეიმარი (ბარსელონა) – 152,7 მლნ ევრო
ედენ აზარი (ჩელსი) – 130,5 მლნ ევრო
კრიშტიანო რონალდო (რეალი) – 114 მლნ ევრო
ჰარი კეინი (ტოტენჰემი) – 91,3 მლნ ევრო
რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი) – 89,8 მლნ ევრო
ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო) – 88,3 მლნ ევრო
ლუის სუარესი (ბარსელონა) – 86,3 მლნ ევრო
სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი) – 82,1 მლნ ევრო
ალექსის სანჩესი (არსენალი) – 81,9 მლნ ევრო
ყველაზე ძვირადღირებულ მცველად რაფაელ ვარანი (რეალი) დაასახელეს – 48,5 მლნ, 32-ე ადგილი. მეკარეებს შორის კი ტიბო კურტუა ლიდერობს – 47 მლნ, 34-ე ადგილი.