LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქადაგიშვილი ოპოზიციაზე: ეს იყო ჩვეულებრივი რუსული „პოგრომი“, რაც მათ პარლამენტში მოაწყვეს

118
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (4)

ეს იყო ჩვეულებრივი რუსული „პოგრომი“, რაც მათ პარლამენტში მოაწყვეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა ოპოზიციამ მათ არ მისცა იმის საშუალება კანონპროექტის გარშემო გარკვეული დისკუსია გამართულიყო.

„კანონპროექტის საკომიტეტო განხილვაზე ყველაზე მეტად ეპითეტად „რუსული, რუსული!“ გამოიყენებოდა. ეს იყო ჩვეულებრივი რუსული „პოგრომი“, რაც მათ პარლამენტში მოაწყვეს და დასაწყისში საშუალება არავის მისცეს, რომ კანონპროექტის გარშემო გარკვეული დისკუსია წასულიყო. გაეგო საზოგადოებას, რა კანონპროექტზეა საუბარი. რა არის მისი მიზნები და ამოცანები“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g