სასულიერო პირის დაჭრის ფაქტზე სამართალდაცავებმა ერთი პირი დააკავეს.
შემთხვევა დღეს, დილით, ნუცუბიძის მე-4 მიკრო რაიონში მოხდა.
“მამაო ამოვიდა მომზადებული წირვისთვის. დილას წირვა უნდა ჩაეტარებინა. როგორც კი გადმოვიდა მანქანიდან, ასეთი ფაქტი მოხდა, ზურგის არეში აქვს მიყენებული ოთხი ჭრილობა. 63 წლის ადამიანია, უკონფლიქტო, ტკბილი და თბილი ადამიანია, წინაპირობა ამას არ ჰქონია”, – უთხრა ერთმა სასულიერო პირმა ტელეკომპანია “იმედს”.