კულტურის სფეროდან სხვადასხვა დროს გათავისუფლებულმა პირებმა “უცხო ქვეყნის აგენტების” კანონის წინააღმდეგ აქცია გამართეს.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის და ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოდან გათავისუფლებულმა ადამიანებმა გაახმოვანეს განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ კანონი საქართველოს უკან, რეპრესიულ წარსულში დააბრუნებს და მისი მიღება დაუშვებელია.
“ეს კანონი გულისხმობს რკინის ფარდით საქართველოს იზოლირებას ცივილიზებური სამყაროსგან;
ვეწინააღმდეგებით კანონს, რომელიც არა წინ, თავისუფალი მომავლისკენ, არამედ უკან, მონური წარსულისკენ წაგვიყვანს”, – აღნიშნულია განცხადებაში.