LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას…მოვუწოდებთ პარლამენტს უკან გაიწვიოს” – ევროპარლამენტარები ე.წ. აგენტების კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

126
ევროპარლამენტი

ევროპარლამენტარები „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

”გუშინ საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ”. ამით ჩვენმა ქართველმა კოლეგებმა უგულებელყვეს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და დასავლელი პარტნიორების ერთსულოვანი კრიტიკა. ჩვენ ღრმად შეშფოთებული ვართ ამ ნაბიჯით, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლების დეკლარირებულ ამბიციას, მიიღონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.

არსებობს ეჭვი, რომ ახალი კანონის მიზანი გამჭვირვალობის ხელშეწყობის საფარქვეშ არის სტიგმატიზება და შეზღუდვა სამოქალაქო საზოგადოების და მედიისა, რომლებიც ისედაც დაძაბულ პირობებში მუშაობენ.

როგორც ჩანს, ახალი კანონი შთაგონებულია უცხოური აგენტების შესახებ რუსეთის ბოროტი კანონით, რომელიც 2012 წელს მიიღეს. ამან რუსეთში გამოიწვია სამოქალაქო საზოგადოებისა და კრიტიკული საზოგადოებრივი აზრის ჩახშობა. ეს აშკარად შეუსაბამოა ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტებთან, უფრო კონკრეტულად მე-7 პუნქტთან მედიის თავისუფლებაზე და მე-10 პუნქტთან სამოქალაქო საზოგადოებაზე, რაც ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა მოაგვაროს, თუ მათ ნამდვილად სურთ ქვეყანას მიანიჭონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა სამართლიანად გაუსვა ხაზი, ეს შეიძლება იყოს არაკონსტიტუციურიც, იმის გათვალისწინებით, რომ ის საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, რაც საქართველოს კონსტიტუციაში 2017 წლიდანაა დაფიქსირებული.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ დაიცვან თავიანთი ვალდებულება 12 პუნქტის მიმართ, რომელიც ევროკომისიის 2022 წლის 17 ივნისის დასკვნაშია ასახული, ასევე დაიცვან ქართველი ხალხის მშვიდობიანი პროტესტის კონსტიტუციური უფლება. ასევე მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, უკან გაიწვიოს კანონპროექტი”, – ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულ განცხადებას 16 ევროპარლამენტარი აწერს ხელს:

პეტრას აუსტრევიჩიუსი (ლიეტუვა)

მაიკლ გალერი (გერმანია)

სვენ მიქსერი (ესტონეთი)

ვიოლა ფონ კრამონი (გერმანია)

ანა ფოტიგა (პოლონეთი)

ნატალი ლუაზო (საფრანგეთი)

ანდრიუს კუბილიუსი (ლიეტუვა)

მარინა კალიურანდი (ესტონეთი)

ჰილდე ვაუტმანსი (ბელგია)

მირიამ ლექსმანი (სლოვაკეთი)

ტეის როიტენი (ნიდერლანდები)

მარკეტა გრეგოროვა (ჩეხეთი)

კარენ მელქიორი (დანია)

რაფაელ გლუქსმანი (საფრანგეთი)

ურმას პაეტი (ესტონეთი)

იუოზას ოლეკასი (ლიეტუვა)

magti 5g