გერმანულმა კომპანიამ BMW 2022 წლის ფინანსური ანგარიში წარადგინა. ბავარიულმა ავტომწარმოებელმა დასახული მიზნის მიღწევა შეძლო და სუფთა მოგება 1,5-ჯერ გაზარდა.
კომპანიის ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2022 წლის მოგება 23,51 მილიარდი ევრო იყო, 2021 წლის მაჩვენებელთან – 16,06 მილიარდთან შედარებით. წლიური შემოსავალი 28%-ით გაიზარდა და 142,61 მილიარდი ევრო შეადგინა.
BMW-ს მოგების ზრდის მთავარ მიზეზთა შორის სახელდება – ავტომობილების გაძვირება, ფართო სამოდელო ხაზი, ასევე ახალ-ახალი ოფციები. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა საჭირო დეტალებზე გლობალური დეფიციტის შემცირებაც, რისი დამსახურებითაც საავტომობილო კომპანიებმა მანქანების წარმოების გაზრდა შეძლეს.