LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო, ვიდეო: გერმანელებს ჩასვლა აუკრძალეს, მაგრამ მაინც ჩავიდნენ – ქალაქის დასანგრევად: რა ხდებოდა ნეაპოლში

127
111111111111111

„ნაპოლი“ ისტორიაში პირველად ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალში. ხვიჩას გუნდმა ორი მატჩის ჯამში 5:0 ულაპარაკოდ დაამარცხა გერმანული „აინტრახტი“.

ნეაპოლელთა სიხარულს ჩრდილი მიაყენა მოედანს მიღმა მოვლენებმა – გერმანელმა ფანებმა ნამდვილი ჯოჯოხეთი მოაწყვეს, რომელთაც პირველ მატჩში ჩხუბის გამო ნეაპოლში ჩასვლა აუკრძალეს.
ფრანკფურტში „აინტრახტის“ გულშემატკივრები იტალიელ ქომაგებს თავს დაესხნენ, რის შემდეგ „ნაპოლიმ“ აკრძალა სტუმრებისთვის განმეორებით შეხვედრაზე ბილეთების მიყიდვა. გერმანელებმა სასამართლოში გაასაჩივრეს და მოუწიათ ამ აკრძალვის გაუქმება: ყველაფერი ცუდად დამთავრდა.


ნეაპოლი ძალიან საშიშ ადგილს დაემსგავსა.


„აინტრახტის“ ფანებს თავიდანვე აგრძნობინეს, რომ მათი სტუმრობა დიდად არ გახარებიათ.


Ansa.it წერს, რომ 400 ადამიანი მატარებლით ჩავიდა და პოლიციის თანხლებით გუნდის სასტუმროსთან ახლოს განთავსდნენ.


პოლიციამ აღკვეთა ფანების თავდასხმა სასტუმროზე – ისინი ქვებითა და ბოთლებით იყვნენ შეიარაღებული.


ღამით „აინტრახტის“ გულშემატკივრების კიდევ ერთი ავტიბუსი მივიდა, მას გზაზე პიროტექნიკით და სხვა საგნებით „გაუმასპინძლდნენ“.


დილიდან ქალაქის ცენტრში „აინტრახტის“ ფანები შეგროვდნენ – მათ პოლიცია აცილებდა, ჰაერიდან კი ვითარებას ვერტმფრენი აკონტროლებდა.


Sky Sport-მა დაწერა, რომ დაწვეს პოლიციის მანქანა.


მეორეს სარკეები ჩაუმსხვრიეს.


დაზიანდა მესამე ავტოც.


ჯამში გერმანელი გულშემატკივრები 800-ზე ნაკლები არ იქნებოდნენ.


La Gazzetta Dello Sport წერს, რომ მოედანზე 600 გერმანელი ფანი იყო და ისინი დაახლოებით 800 პოლიციელმა განდევნა.


ჯანლუკა დი მარციოს საიტი წერს, რომ ცენტრში ორივე გუნდის ფანებს შორის სასტიკი შეტაკება მოხდა. ამის შემდეგ პოლიციამ ისევ აიღო კონტროლი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები