რუსთავში 40 წლამდე ქალმა ქუჩაში ბანკის ბარათი იპოვა. ნაპოვნი ბარათით კი მაღაზიაში პროდუქტები იყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პირმა, რომელმაც ბარათი დაკარგა, დახმარების მიზნით პოლიციას მიმართა.
ბარათის გატარების შემდეგ დაადგინეს ლოკაცია, სადაც პროდუქტი შეიძინეს. მოგვიანებით კი დადგინდა იმ ქალის ვინაობა, ვინც სხვისი ბარათი გამოიყენა.
დეტალების გარკვევას „ფორტუნა“ შსს-ში ცდილობს.