გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტი გადასცა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია აქვეყნებს.
მისივე ცნობით, დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემისთვის განკუთვნილ საბრძოლო მასალას, ასევე საავტომობილო ტექნიკას და 25 გენერატორს.
აღსანიშნავია, რომ გერმანია უკრაინისთვის 5 000 ერთეული 155 მმ-იანი ჭურვებისა და Iris-t SLM საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტების გადაცემას გეგმავს.