LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავღანეთში 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა – არის მსხვერპლი

173
მიწისძვრა

ავღანეთში 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

საგულისხმოა, რომ ბიძგები იგრძნობოდა ავღანეთის მეზობელ პაკისტანშიც.

მედიის ცნობით, ძლიერ მიწისძვრას მინიმუმ 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ორი ავღანეთში, ხოლო 3 ჩრდილოეთ პაკისტანში. დაშავდა 40-ზე მეტი ადამიანი.

როგორც ცნობილი ხდება, სტიქიის ეპიცენტრი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე რეგიონში დაფიქსირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები